თავში

ჩინეთის 21 რეგიონში COVID-19-ის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა

​ჩინეთის 21 რეგიონში COVID-19-ის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა
ჩინეთის 21 რეგიონში COVID-19-ის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დაინფიცირების ახალი შემთხვევები 21 რეგიონში ბოლო 2 კვირაა არ გამოვლენილა.

ჩინეთმა, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაჩნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის აფეთქების შესახებ 31 დეკემბერს აცნობა. მსოფლიოში პანდემია 11 მარტს გამოცხადდა. ამ დროისთვის ვირუსი 127 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. დაინფიცირდა 134918 ადამიანი, გარდაიცავალა 4990 და გამოჯანმრთელდა 70395 პაციენტი.

ჩინეთში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ამ დროისთვის ისევ ყველაზე რთული ვითარებაა, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ პიკი უკვე გადავლილია. ქვეყანაში ბოლო ერთ დღე-ღამეში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 21-ით გაიზარდა და 80814-ს მიაღწია. დაღუპულია 3177 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და კლინიკები დატოვა 64117-მა პაციენტმა. ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის 13520 ადამიანი, მათგან 4257-ის მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system