თავში

დანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

დანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს
დანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

დანია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეპე კუფუდმა განაცხადა.

გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მხრიდან ალექსეი ნავალნის მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკით" მოწამვლის ფაქტი დადასტურდება, ევროკავშირი რუსეთს სანქციებს დაუწესებს. 

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system