თავში

ექიმები "ომიკრონით" ინფიცირებულებში გართულებებს არ აფიქსირებენ

ექიმები "ომიკრონით" ინფიცირებულებში გართულებებს არ აფიქსირებენ
ექიმები ომიკრონით ინფიცირებულებში გართულებებს არ აფიქსირებენ

სამხრეთ აფრიკის მაცხოვრებლებს, რომლებიც კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" არიან ინფიცირებულები, დაავადების რაიმე გართულება ჯერ გამოვლენილი არ აქვთ. ამის შესახე ქვეყნის ჯანდაცვის მუშაკთა ეროვნული ასოციაციის (SAMA) ხელმძღვანელმა ანჟელიკ კუტზეემ განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მისი თქმით, ამ კოროვირუსული მუტაციით დაკვირვების ქვეშ მყოფ არც ერთ პაციენტში გართულებები ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ "ომიკრონ" შტამის კვლევა ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზეა.

კუტზეემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შტამით ინფიცირების სიმპტომები "უჩვეულოა", მაგრამ ადვილად გადასატანი.

"ყველაზე ხშირად პაციენტები სხეულის ტკივილსა და ზედმეტ დაღლილობას უჩივიან. ამას ვხედავთ ახალგაზრდა პაციენტებში და არა ხანდაზმულებში“, - აღნიშნა ექიმმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system