თავში

ევროკავშირი ირანის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

​ევროკავშირი ირანის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
ევროკავშირი ირანის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ევროკავშირში ირანის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტის შემდეგ შექმნილი ვითარებით შეშფოთებულები არიან, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

"ევროკავშირმა ამ ინციდენტის შესახებ იცის, ამ ინფორმაციით შეშფოთებულები ვართ. აუცილებელია დადგინდეს, რა მოხდა", - განაცხადა სტანომ.

მისი თქმით, ვერსიები ახლა ბევრია, თუმცა ყველაზე აუცილებელი ფაქტების მიღებაა.

"ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ ქმედებას, რამაც შეიძლება შეასუსტოს ან მოშალოს ირანული პრობლემის მოგვარების მცდელობები", - აღნიშნა სტანომ.

11 აპრილს ირანის "შაჰიდ აჰმად როშანის" ელექტროგამანაწილებელ ქსელში ავარია მოხდა.

მანამდე ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ნათანზის სადგურზე ინციდენტი ელექტროგადამცემი ქსელის პრობლემამ გამოიწვია.

ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში, უდაბნოში მდებარე ობიექტი ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და მას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები აკონტროლებენ. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ნათანზში ზარალი უფრო დიდი იყო, ვიდრე ირანში განაცხადეს. ამ ეტაპზე მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს. ირანის ოფიციალური ინფორმაციით, ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

ირანმა ბირთვული ობიექტის ინციდენტი ტერორისტულ აქტად შეაფასა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ჰატიბზადემ განაცხადა, რომ ნათანზში ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიაში ისრაელია დამნაშავე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system