თავში

ევროკავშირი ლიბიაში სამშვიდობოების გაგზავნას არ გამორიცხავს

​ევროკავშირი ლიბიაში სამშვიდობოების გაგზავნას არ გამორიცხავს
ევროკავშირი ლიბიაში სამშვიდობოების გაგზავნას არ გამორიცხავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში მინისტრი ჯოზეპ ბორელი ლიბიაში სამშვიდობოების გაგზავნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

"თუკი ლიბიაში ზავი იქნება მიღწეული, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებასა და კონტროლში დახმარება გაწიოს და შეიძლება, ჯარისკაცებიც გაგზავნოს", - განაცხადა მან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ლიბიაში ნებისმიერ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მზადაა. 

ლიბიის საკითხზე კონფერენცია ბერლინში 19 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლიბიის ნაციონალური არმიის ხელმძღვანელსა და ტრიპოლის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო გარიგება ვერ შედგა. მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

2011 წელს მუამარ კადაფის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ლიბიაში 2 მმართველობა ჩამოყალიბდა. დედაქალაქ ტრიპოლსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა აკონტროლებს, რომელსაც მხარს გაერო და საერთაშორისო კოალიცია უჭერს. კონფლიქტის მეორე მხარეს ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი წარმოადგენს. მას მხარს უჭერს - რუსეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system