თავში

ევროკომისიაში "ომიკრონის" გამოვლენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს

​ევროკომისიაში "ომიკრონის" გამოვლენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს
ევროკომისიაში ომიკრონის გამოვლენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს

ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გამოვლენის სწრაფი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში უკვე დომინანტური გახდა. Report.ge-ს ცნობით, ეს ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მიერ დღეს წარმოდგენილი ტესტირების ახალი მეთოდი ხელს შეუწყობს "ომიკრონის" შტამის უფრო სწრაფად იდენტიფიცირებას და წევრი ქვეყნების კვლევით ინსტიტუტებზე ტვირთის შემცირებას. ეს საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ვრცელდება "ომიკრონი", უფრო ეფექტურად გამოვყოთ ის და შევამციროთ ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე", - განაცხადა ევროკომისარმა ჯანმრთელობისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა.

მისი თქმით, COVID-19-ის გამოვლენის ახალი მეთოდი, რომელიც მიზნად კონკრეტულად "ომიკრონის" ვარიანტის იდენტიფიცირებას ისახავს, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ყველა ლაბორატორიაში, რომელიც, ხანგრძლივი და ძვირი პროცედურების გარეშე, PCR ტესტირებას ატარებს.

მეთოდის არსი ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული მოდიფიცირებული რეაგენტის გამოყენებაა. ტესტის მწარმოებლებს შეუძლიათ, ახალი რეაგენტი სწრაფად შეუკვეთონ და მოახდინონ მისი ადაპტაცია ყველა ლაბორატორიაში, რომელიც COVID-19-ის დიაგნოსტიკაშია ჩართული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system