თავში

ევროპელი ლიდერები საფრანგეთში ტერორისტულ თავდასხმებს გმობენ

ევროპელი ლიდერები საფრანგეთში ტერორისტულ თავდასხმებს გმობენ
ევროპელი ლიდერები საფრანგეთში ტერორისტულ თავდასხმებს გმობენ

ევროპელი ლიდერები საფრანგეთში ტერორისტულ თავდასხმებს გმობენ და ფრანგ ხალხს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამქვეყნებულ განცხადებაში.

"ჩვენ, ევროპელი ლიდერები, შოკირებული და დამწუხრებულები ვართ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებით. უმკაცრესად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებზე თავდასხმას წარმოადგენს. ჩვენ ერთიანი და სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთს, ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის მთავრობას ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში. მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს, თემებსა და რელიგიებს შორის გაყოფის ნაცვლად, დიალოგისა და ურთიერთგაგების მისაღწევად იმუშაონ“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ქალაქის მერი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ეკლესიასთან 3 ადამიანი მოკლა, ევროპაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system