თავში

გვინეაში ებოლას ეპიდემია ბრუნდება?

გვინეაში ებოლას ეპიდემია ბრუნდება?
გვინეაში ებოლას ეპიდემია ბრუნდება?

გვინეაში ებოლას ინფექციით სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 5 პირს დაავადება დაუდასტურდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, ებოლას დაავადებით გარდაცვალების შემთხვევა გვინეაში 2016 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიას, რომელიც გვინეადან გავრცელდა, 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ებოლაზე ვაქცინაცია გვინეაში 2015 წლიდან დაიწყო, რისი საშუალებითაც აფრიკამ პანდემია დაამარცხა. 

ცნობისთვის, გასულ კვირას ებოლათი ინფიცირების ახალი შემთხვევა კონგოშიც დაფიქსირდა. გასული წლის ნოემბრის თვეში, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ებოლას ვირუსით გამოწვეული ეპიდემია, რომელსაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 55 ადამიანი ემსხვერპლა დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system