თავში

ჰოლივუდი ბოლდუინის დასჯას ითხოვს

ჰოლივუდი ბოლდუინის დასჯას ითხოვს
ჰოლივუდი ბოლდუინის დასჯას ითხოვს

გადასაღებ მოედანზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც 42 წლის ფოტოგრაფისა და ოპერატორის, გალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა, მთელი კინოინდუსტრია შეძრა.

ჰოლივუდში მომხდარს მსახიობ ალეკ ბოლდუინის დაუდევრობით გამოწვეულ დანაშაულს უწოდებენ.

"თავს განადგურებულად ვგრძნობ. ეს ტრაგედიაზე მეტია, გადაღებების დროს იმდენი წესია, რომ ასე არ ხდება. ვერც კი ვხვდები, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ეს დაუდევრობაა. ეს დანაშაულია“, - წერს მსახიობი პოლ შირი.  

პროდიუსერი ეროლ ვებერი იმედოვნებს, რომ ალეკ ბოლდუინი მომხდარზე პასუხს აგებს და დაისჯება. პროდიუსერმა მსახიობის 2007 წელსTwitter-ზე გამოქვეყნებული პოსტი გაიხსენა.

„საინტერესოა, როგორ უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი, ვინც სხვა უნებლიეთ მოკლა“, - წერდა ალეკ ბოლდუინი.

მსახიობმა ელაიჯა ვუდმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს ჰოლივუდის სხვა წარმომადგენლებმაც.

"ჩემი ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ  ჩემს ერთ-ერთ გადაღებაზე ვინმეს რამე არ დაუშავდეს. ვლოცულობ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს",წერს რეჟისორი ჯეიმს განი.

"ამიერიდან ჩემს ფილმებში მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო იარაღს და რეზინის ტყვიებს გამოვიყენებ. ეს აღარ განმეორდება", - წერს სცენარისტი და რეჟისორი ჯეიმს კალენ ბრესაკი.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 42 წლის უკრაინელი ოპერატორია.

დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. ჯოელ სოუსა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ცნობილია, რომ პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system