თავში

ჰონგ-კონგში "ომიკრონის" პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა

​ჰონგ-კონგში "ომიკრონის" პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა
ჰონგ-კონგში ომიკრონის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" პირველი ორი ადგილობრივი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ სურსათისა და ჯანდაცვის მინისტრმა სოფია ჩენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მოვლენების ასეთი განვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წილი, რომ მეხუთე ტალღის გავრცელება შევაჩეროთ", - განაცხადა მან.

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გადაცემის ადგილობრივი შემთხვევები თითქმის სამი თვეა არ დაფიქსირებულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system