თავში

ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანში კორონავირუსით გარდაიცვალა

​ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანში კორონავირუსით გარდაიცვალა
ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანში კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ჰადი ჰოსროუშახი კოროვანირუსით გარდაიცვალა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, ყოფილი ელჩი გუშინ თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინეს. დიპლომატი ყუმში დაინფიცირდა. ის დღეს გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ირანში 245 ადამიანია ინფიცირებული, 26 გარდაიცვალა. 

კორონავირუსი დღეს ირანის ვიცე-პრეზიდენტს დაუდასტურდა.

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ირანის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. კორონავირუსი კიდევ ერთ ირანელ პოლიტიკოსს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system