თავში

ირანში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრები უკაირაში გადაასვენეს

​ირანში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრები უკაირაში გადაასვენეს
ირანში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრები უკაირაში გადაასვენეს

ირანში Boeing 737-ის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრები უკაირაში გადაასვენეს. ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანია "112.UA" ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომლითაც დაღუპულთა ცხედრები გადმოასვენეს უკრაინის აეროპორტ "ბორისპოლში" დაფრინდა. გავრცელებული ინფრომაციის თანამხად 11 ცხედარია გადასვენებული, საიდანაც 9 მათგანი ეკიპაჟის წევრია, ხოლო ორი მგზავრი.

დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია "ბორისპოლის" აეროპორტში გაიმართება.

შეგახსენებთ, ირანში 8 იანვარს "უკრაინული ავიახაზების" Boeing 737-მა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ბორტზე მყოფი 167 მგზავრი. Boeing 737 ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის ბორისპოლის აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ირანის მთავრობამ აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ იმსხვერპლა, თუმცა ეს შემთხვევითობა იყო. ირანი, "ბოინგ 737-ის" ჩამოგდებას ადამიანურ შეცდომას უკავშირებს და აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა მკვეთრად გადაუხვია სენსიტიური სამხედრო ბაზისკენ, იქ მყოფმა სამხედროებმა მექანიკური შეცდომა დაუშვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system