თავში

იცოდა თუ არა ბოლდუინმა ნამდვილი ტყვიების შესახებ - სასამართლოს განცხადება

იცოდა თუ არა ბოლდუინმა ნამდვილი ტყვიების შესახებ - სასამართლოს
იცოდა თუ არა ბოლდუინმა ნამდვილი ტყვიების შესახებ - სასამართლოს განცხადება

მსახიობ ალეკ ბოლდუინს ფატალურ გასროლამდე უთხრეს, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები არ იდო.

სასამართლოს ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გადასაღებ მოედანზე გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ ის "ცივი" - უსაფრთხო იყო.

ირკვევა, რომ გადაღების დაწყებამდე არც ასისტენტმა იცოდა, რომ პისტოლეტში ნამდვილი ტყვიები იდო, რადგან მან იარაღის უსაფრთხოების შესახებ მსახიობს მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებული ფრაზა უთხრა.

BBC-ის ცნობით, პირი, რომელსაც იარაღის შემოწმება ევალებოდა 20 წლისაა და ეს აღნიშნულ პოზიციაზე მისი პირველი სამუშაო იყო. 

შეგახსენებთ, მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, ფილმის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი დაიღუპა. გარდაცვლილია 42 წლის უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი.

ამასთან, დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. ჯოელ სოუსა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system