თავში

ლიეტუვამ ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნით, შესაძლოა, რუს დიპლომატები გააძევოს

​ლიეტუვამ ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნით, შესაძლო
ლიეტუვამ ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნით, შესაძლოა, რუს დიპლომატები გააძევოს

ლიეტუვის ხელისუფლება ჩეხეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნით ვილნიუსიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა, ასტა სკაისგირიტემ რადიო LRT-ის ეთერში განაცხადა.

"ამჟამად დიპლომატიური არხებით მოკავშირეებთან განვიხილავთ, როგორ სჯობია პრაღის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. ლიეტუვის პრეზიდენტი ჩეხეთის მოქმედებებს სრულად უჭერს მხარს", - განაცხადა მან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთმა, შესაძლოა, რუსეთის საელჩოს კიდევ 60-მდე თანამშრომელი გააძევოს, თუ 22 აპრილის 13:00-მდე რუსეთი მოსკოვში არ დააბრუნებს ჩეხეთის დიპლომატიური წარმომადგენლების თანამშრომლებს, რომლებიც პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. ისინი რუსულ დაზვერვაზე მუშაობასა და ვრბეტიცეში 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებში დაადანაშაულეს. მაშინ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ეს საბრძოლო მასალები ბულგარელმა ემილიან გებრევმა შეიძინა. ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ მიიღეს მტკიცებულებები, რომ აფეთქებებთან "გე-რე-უ" იყო დაკავშირებული. პასუხად რუსეთის მთავრობამ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system