თავში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალგაზრდებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალგაზრდებს მიმართავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალგაზრდებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსი ახალგაზრდებისთვისაც ისეთივე გადამდებია, როგორც ხანდაზმულებისთვის. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 270 ათასს აჭარბებს და იგი ყოველდღიურად ტრაგიკული სისწრაფით იზრდება. 

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ყველაზე საშიში ხანდაზმულებისთვისაა, ახალგაზრდებში ის ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდება. როგორც მრავალი ქვეყნის მონაცემებით დასტურდება, 50 წლამდე ასაკის ადამიანები ჰოსპიტალიზებული პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. 

"მინდა ახალგაზრდებს მოგმართოთ, რომ კორონავირუსისგან დაცულნი არ ხართ. ინფექციამ შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის სიმპტომები არ გაქვთ, თქვენი გარეთ გასვლა შესაძლოა სხვისთვის სასიცოცხლო  მნიშვნელობის აღმოჩნდეს", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს და ახალგაზრდებს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 276 665 შეადგინა. სულ COVID-19-ს 11 419 ადამიანი ემსხვერპლა, 91 954 - განიკურნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system