თავში

ჯო ბაიდენი პალესტინის პრეზიდენტს ესაუბრა

ჯო ბაიდენი პალესტინის პრეზიდენტს ესაუბრა
ჯო ბაიდენი პალესტინის პრეზიდენტს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენსა და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის საუბარი პალესტინასა და ისრაელს შორის წარმოშობილ კონფლიქტს შეეხო.

ბაიდენისა და აბას სატელეფონო საუბრის დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

მანამდე, ბაიდენი ისრაელს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. ბაიდენმა ისრაელის პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეგიონში შექმნილ ვითარებას აშშ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასთან და კატართან, ასევე პალესტინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

პალესტინის ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 139-მდე ადამიანი დაიღუპა, 950-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 39 ბავშვი და 22 ქალია.

შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის მხრიდანაც. დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system