თავში

ჯო ბაიდენს კორონავირუსის წარმოშობის საკუთარი თეორია აქვს

ჯო ბაიდენს კორონავირუსის წარმოშობის საკუთარი თეორია აქვს
ჯო ბაიდენს კორონავირუსის წარმოშობის საკუთარი თეორია აქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით საკუთარი თეორია აქვს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„მე მაქვს თეორიები, მაგრამ მე მეცნიერი არ ვარ. სამეცნიერო საზოგადოების დასკვნას დაველოდები“, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში ახალი ტიპის კორონავირუსი იმაზე ფართოდ იყო გავრცელებული, ვიდრე ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები იუწყებოდა. 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის ვერსიას ნაკლებსავარაუდოს უწოდებს.

მანამდე ჩინეთში მივლენილმა ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა ვირუსის ადამიანებში მოხვედრის 4 ვერსია დაასახელა. ვირუსოლოგების აზრით, ეს შეძლება მომხდარიყო ცხოველებიდან, რომელიმე შუამავალი რგოლიდან, გაყინული პროდუქტებიდან, ან ლაბორატორიიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system