თავში

ჯორჯ ფლოიდის ოთხი წლის ძმისშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ჯორჯ ფლოიდის ოთხი წლის ძმისშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ჯორჯ ფლოიდის ოთხი წლის ძმისშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის ოთხი წლის ძმისშვილი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას New York Post. ავრცელებს.

პოლიციამ დაადასტურა, რომ სახლზე, სადაც ფლოიდის ნათესავები ცხოვრობდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

ინციდენტი ახალი წლის ღამეს მოხდა, როდესაც სახლში ოთხი ზრდასრული და ორი ბავშვი იმყოფებოდნენ. გოგონას საწოლში ეძინა, როცა მას ესროლეს.

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გოგონას ფილტვი და ღვიძლი დაუზიანდა, ასევე სამი ნეკნი აქვს მოტეხილი. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციის განცხადებით, უცნობია, რამდენი თავდამსხმელი მონაწილეობდა ინციდენტში. სამართალდამცავებს ეჭვმიტანილები არ ჰყავთ და თავდასხმის მოტივი უცნობია.

შეგახსენებთ, აშშ-ში, მინეაპოლისში, გასული წლის 25 მაისს პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები და არეულობები დაიწყო.

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დააკავეს, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჯორჯ ფლოიდის დაკავება პოლიციამ მაშინ განიზრახა, როდესაც ეჭვი გაუჩნდათ, რომ ფლოიდი ყალბი 20 დოლარიანის გასაღებას ცდილობდა.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელს, დერეკ შოვინს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 22.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system