თავში

ჯორჯიაში გაყალბებული ბიულეტენების ნახვის საშუალებას არ გვაძლევენ - ტრამპი

ჯორჯიაში გაყალბებული ბიულეტენების ნახვის საშუალებას არ გვაძლევენ - ტრამპი
ჯორჯიაში გაყალბებული ბიულეტენების ნახვის საშუალებას არ გვაძლევენ - ტრამპი

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, შტატის გუბერნატორი და სახელმწიფო მდივანი მის წარმომადგენლებს ამომრჩეველთა ბიულეტენების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.

"ჯორჯიის შტატის გუბერნატორი და სახელმწიფო მდივანი არ გვალევენ უფლებას, რომ ვნახოთ ის ხემოწერები, რომლებიც ათიათასობით ყალბ ბიულეტენს გამოააშკარავებს და რეპუბლიკურ პარტიას, მე, დევიდ პერდუეს და კელი ლოეფლერს შტატში გამარჯვებას მოგვიტანს" - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ჯორჯიის შტატში დემოკრატებმა, რესპუბლიკელებთან შედარებით, 12 284 ხმით მეტი დააგროვეს. 

დღეს ტრამპის დამარცხება ჯორჯიის შტატში რესპუბლიკელმა სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსპირგერმაც აღიარა.

რაფენსპერგერმა თქვა, რომ საკუთარი პარტიის დამარცხებით იმედგაცრუებულია, მაგრამ "ციფრები არასდროს იტყუებიან".

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system