თავში

ქაბულიდან ევაკუაციას 31 აგვისტოს დავასრულებთ - ბაიდენი

​ქაბულიდან ევაკუაციას 31 აგვისტოს დავასრულებთ - ბაიდენი
ქაბულიდან ევაკუაციას 31 აგვისტოს დავასრულებთ - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთიდან ავიარეისების რიცხვი გაიზრდება, რათა ევაკუაციის პროცესი დაჩქარდეს.

G7-ის ვირტუალური სამიტის შემდეგ მან განაცხადა, რომ ბოლო 12 საათში ავღანეთიდან 6 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ჯამში კოალიციური ძალები ქაბულიდან კიდევ 12 ათასი ადამიანის ევაკუაციას გეგმავენ.

"ჩვენ მზად ვართ, ოპერაცია 31 აგვისტოს დავასრულოთ და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი", - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტს "გაუთვალისწინებელ შემთხვევებისთვის" გეგმის შემუშავება დაავალა, რადგან ტერორისტების მხრიდან თავდასხმების რისკი არსებობს.

"თალიბანს სიტყვაზე არავინ უნდა ენდოს. ჩვენ მათ მოქმედებებს დავაკვირდებით", - დასძინა ბაიდენმა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system