თავში

"ქალბატონო მერკელ, გთხოვთ დაგვეხმარეთ" - ნატალია პროტასევიჩი

"ქალბატონო მერკელ, გთხოვთ დაგვეხმარეთ" - ნატალია პროტასევიჩი
ქალბატონო მერკელ, გთხოვთ დაგვეხმარეთ -  ნატალია პროტასევიჩი

ბელარუსში დაკავებული ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლებმა დახმარების თხოვნით გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს მიმართეს. 

გერმანული მედიის ცნობით, რჟურნალისტის დედა მერკელს მოუწოდებს, რომ შეაჩეროს ლუკაშენკო, ვიდრე გვიან არ არის. 

"ქალბატონო მერკელ, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ციხეებიდან უდანაშაულო ადამიანების დახსნაში. მათ სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ, ვინაიდან ყოველდღე აწამებენ და ძალადობენ მათზე. გთხოვთ, შეაჩერეთ ლუკაშენკო. ყოველი საათი ამ უდანაშაულო ადამიანებისთვის შეიძლება ბოლო იყოს", - აცხადებს რომან პროტასევიჩის დედა ნატალია პროტასევიჩი.

მშობლების თქმით, მათი შვილის ე.წ. აღიარებითი ჩვენება, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, ძალადობრივი გზით იყო ჩაწერილი.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system