თავში

კარანტინში მყოფ სასტუმროს დამსვენებლებს რობოტი ემსახურება - PHOTO

კარანტინში მყოფ სასტუმროს დამსვენებლებს რობოტი ემსახურება
კარანტინში მყოფ სასტუმროს დამსვენებლებს რობოტი ემსახურება - PHOTO

ჰონგ კონგის სასტუმროებში, სოციალური დისტანცირების მიზნით, პირთა შორის კონტაქტის მაქსიმალურად შესამცირებლად, სასტუმროს დამსვენებლებს რობოტები ემსახურებიან. 

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, სასტუმროს მეპატრონეები შტატებს ამცირებენ და დასაქმებულ პირებს ათავისუფლებენ,  მაგრამ ჰონგ კონგის სასტუმრო L'hotel Group–მა პირიქით, ახალი თანამშრომელი დაიქირავა.

პირველი რობოტის სახელია "ჯენი", იგი სასტუმროს 432 ნომერს ემსახურება, მათ შორის, კარანტინში მყოფ პირებსაც. იგი დღეში 130-დან 150-მდე შეკვეთას ირებს. სასტუმროს სულ სამი ხელოვნული ინტელექტის მქონე რობოტი მოემსახურება. 

ბევრი სტუმარი ოთახის მომსახურების სერვისს საკვების მიწოდების მიზნით, მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რომ რობოტთან სურათი გადაიღოს.

შეკვეთებს ხელოვნური ინტელექტი - "ჯენი" ამზადებს, ხოლო შემდგომ გამზადებული პროდუქტს რობოტში ათავსებს, რომელმაც შეკვეთა სტურამდე უნდა მიიტანოს. ამის შემდეგ რობოტი დამოუკიდებლად მოქმედებს, იძახებს ლიფტს, მიდის სტუმრის ნომერთან და ელოდება, როდესაც მის შეკვეთას მიიღებენ, შემდგომ კი უკან ბრუნდება. ყოველი შეკვეთის დასრულებისას რობოტს დეზინფექცია უტარდება.

სასტუმროს ადმინისტრაცია გეგმავს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, როგორც კი ჰონგ კონგში ტურიზმის ინდუსტრია კვლავ აღდგება, უფრო მეტი რობოტი შეიძინოს. თითოეული მათგანის ღირებულება 100 ათას აშშ დოლარზე მეტია.

ვარაუდობენ, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, სასტუმროების სფეროში დასაქმებულ პერსონალს რობოტები ჩაანაცვლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system