თავში

ლიბანში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლისას 370-მდე ადამიანი დაშავდა

ლიბანში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლისას 370-მდე ადამიანი დაშავდა
ლიბანში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლისას 370-მდე ადამიანი დაშავდა

ბეირუთში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლისას 370-მდე ადამიანი დაშავდა. ლიბანის დედაქალაქში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გასული წლის ოქტომბრიდან დემონსტრანტები ეკონომიკური კრიზისის მიმართ უმოქმედობასა და სოციალურ უთანასწორობას აპროტესტებენ.

„ქვეყანა გაყინულია. სახელმწიფო არაფერს აკეთებს. მთავრობაში ქურდების ხროვაა თავმოყრილი. ფული ბანკში რომც ჰქონდეს ადამიანს, მისი გამოტანაც კი შეუძლებელია“, - უთხრა გამოცემა „როიტერსს“ აქციის მონაწილემ.

სამართალდამცველებმა დემონსტრაციის დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები, ხელნაკეთ ასაფეთქებელ საშუალებებსა და ქვებს ისროდნენ.

ლიბანის წითელი ჯვრის მონაცემებით, 220 დაშავებული დემონსტრანტიდან 80 მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. სამართალდამცველთა მხრიდან დაშავებულია 120-მდე ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system