თავში

მე არ მისვრია - ალეკ ბოლდუინი

​მე არ მისვრია - ალეკ ბოლდუინი
მე არ მისვრია - ალეკ ბოლდუინი

ამერიკელი მსახიობი ალეკ ბოლდუინი ამტკიცებს, რომ ვესტერნი Rust-ის გადასაღებ მოედანზე, სადაც ოპერატორი გალინა ჰატჩინსი შემთხვევითი გასროლით დაიღუპა, რევოლვერის ჩახმახისთვის თითი არ დაუჭერია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"ჩახმახზე მიჭერილი არ მქონდა. არ დამჭერია თითი", - განაცხადა ბოლდუინმა.

მსახიობმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რამ გამოიწვია რევოლვერის გასროლა.

"არასდროს დავუმიზნებდი იარაღს ვინმეს“, - თქვა ბოლდუინმა და დასძინა, რომ ფილმის გადასაღებ მოედანზე მომხდარი ფატალური შემთხვევა მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მოვლენა იყო.

მისი თქმით, რევოლვერში ნამდვილი ტყვიები არ უნდა ყოფილიყო.

"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოხვდა იქ ნამდვილი ტყვია. ვიღაცამ გადატენა ის. ვაზნით, რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გადასაღებ მოედანზე", - ამბობს ბოლდუინი.

მსახიობთან სრული ინტერვიუ, სავარაუდოდ, ეთერში ხუთშაბათს ღამით გავა.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, ფილმის გადაღებების რეპეტიცაზე სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი დაიღუპა. გარდაცვლილია 42 წლის უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი.

ამასთან, დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. ჯოელ სოუსა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system