თავში

მინსკში სამხედროები არიან მობილიზებული - როგორი ვითარებაა ბელარუსში

მინსკში სამხედროები არიან მობილიზებული - როგორი ვითარებაა ბელარუსში
მინსკში სამხედროები არიან მობილიზებული - როგორი ვითარებაა ბელარუსში

ბელარუსის დედაქალაქში, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. დღეს, მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე "ახალი ბელარუსის მარში" იგეგმება. ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანია "ბელსატის" ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქის ქუჩებში წყლის ჭავლის მანქანები შენიშნა. როგორც Euroradio იუწყება, მინსკის ცენტრში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით სავსე ავტობუსებია მობილიზებული.  

ადგილობრივი სააგენტო ”ნაშა ნივას” ცნობით, დაკეტილია დამოუკიდებლობის მოედნის მიმდებარედ არსებული მეტროსადგურები.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა გამოსცა შემაშფოთებელი გაფრთხილება, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენ მშვიდად ვერ ვუყურებთ, რომ იმ დროშების ქვეშ, რომლის ქვეშაც ნაცისტები ბელარუსებს, რუსებს, ებრაელებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს მასობრივად ხოცავდნენ, დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა გამართონ ორგანიზებული აქცია". 

მეორე მსოფლიო ომის ყველა მემორიალსა და ძეგლს არმია იცავს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მათი დაზიანების შემთხვევაში, რეაგირებას არა პოლიცია, არამედ არმია განახორციელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობის გამო კიდევ 26 ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 12 აგვისტოს დაკარგული მამაკაცი, დღეს მინსკის მახლობლად ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 

ბელარუსში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დროს ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია სამი ადამიანი.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system