თავში

ნიგერიის პოლიციამ 259 ტყვე გადაარჩინა

​ნიგერიის პოლიციამ 259 ტყვე გადაარჩინა
ნიგერიის პოლიციამ 259 ტყვე გადაარჩინა

ნიგერიის პოლიციამ 259 ადამიანი გადაარჩინა, რომლების ქალაქ იბადანის ისლამურ სარეაბილიტაციო ცენტრში იყვნენ დატყვევებულნი.

ოიოს შტატის სახელმწიფო პოლიციის პრესმდივანი, ფადეი ოლუგბენგა აცხადებს, რომ რეიდი გუშინ ღამე ჩატარდა.

"გათავისუფლებულია 259 ადამიანი. ისინი შენობაში გამოკეტეს. რამდენიმეს ბორკილები ედო", - განაცხადა მან. 

მომხდართან დაკავშირებით 9 ადამიანი, მათ შორის ცენტრის მფლობელია დაკავებული.

17 ოქტომბერს ნიგერიის პოლიციამ ქალაქ დაურში მდებარე ისლამური სკოლიდან კიდევ 70-მდე ადამიანი გადაარჩინა, რომლებზეც სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდნენ.

7 სექტემბერს პოლიციამ, სპეცოპერაციის შედეგად, ქალაქ კადუნში 300 ადამიანი გადაარჩინა, რომელთა უმეტესობა 5-დან 16 წლამდე ბავშვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system