თავში

ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

​ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა
ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

ოლბანის ოლქის (ნიუ-იორკის შტატი) პროკურორმა, დევიდ სოარესმა ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ კოუმოს წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა, რომელსაც ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას DW ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი ამ საქმეში გამოძიებასთან თანამშრომლობდა და ნდობას იმსახურებს, ყველა არსებული მტკიცებულების განხილვის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ სასამართლოში ჩვენს დავალებას ვერ შევასრულებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა სოარესმა.

სოარესის თქმით, საბრალდებო დასკვნის მიღწევა რთული იქნებოდა. პროკურატურამ ბრალის წაყენების შესაძლებლობა სხვა მუხლებითაც შეისწავლა, მაგრამ არცერთი მათგანი არ შეესაბამება იმ ფაქტებს, რომლებსაც გამოძიებას ფლობს.

თავად ენდრიუ კუომოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მანამდე ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ორმა პროკურორმა შეწყვიტა.

ცნობისთვის  2020 წლის 11 მარტს, ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო კომიტეტმა ენდრიუ კუომოსათვის გუბერნატორის უფლებამოსილების ჩამორთმევის თაობაზე გამოძიება დაიწყო. შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმრავლესობა გუბერნატორის იმპიჩმენტს უჭერს მხარს. თავად კუომო წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის გუბერნატორის მხრიდან არასათანადო მოქცევის შესახებ განცხადება რამდენიმე ქალმა გააკეთა. თავად კუომოს თქმით, მას მსგავსი არაფერი ჩაუდენია და მისი საქციელი ფლირტად შეცდომით ჩათვალეს. გამოძიებას შტატის გენერალური პროკურატურა აწარმოებს.

4 აგვისტროს ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურ შევიწროებაში გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ უნდა გადადგეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system