თავში

ნიუ-იორკში უცნობი სინდრომით 100 ბავშვია ინფიცირებული

ნიუ-იორკში უცნობი სინდრომით 100 ბავშვია ინფიცირებული
ნიუ-იორკში უცნობი სინდრომით 100 ბავშვია ინფიცირებული

აშშ-ში, ნიუ–იორკის შტატში ამჟამად უცნობი ანთებითი სინდრომით, რომელიც, სავარაუდოდ, კორონავირუსთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 100 მცირეწლოვანი და მოზარდი დაავადდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.

გუბერნატორის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უცნობი სინდრომით დაავადებული 100 შემთხვევიდან ერთ წელზე ნაკლები ასაკის პაციენტს 5% შეადგენს, 1-დან 4 წლამდე - 18%, 5-დან 9 წლამდე - 29%, 10-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებით - 28% , 15-დან 19 წლამდე - 16%, 20-დან 21 წლამდე - 4%.

აღნიშნული ანთებითი სინდრომი, სავარაუდოდ, კორონავირუსთან არის დაკავშირებული. ვინაიდან ბავშვებზე ჩატარებული ანალიზებით მათ ორგანიზმში COVID-19-ის ინფექციის ანტისხეულები გამოვლინდა.

ამავე უცნობი სინდრომით ინფიცირების პირველ ორი შემთხვევა უკვე ვაშინგტონშიც დაფიქსირდა.

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით მცირეწლოვანის გარდაცვალების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system