თავში

"ომიკრონის" გამო მსოფლიოში 2500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

​"ომიკრონის" გამო მსოფლიოში 2500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა
ომიკრონის გამო მსოფლიოში 2500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების გამო მსოფლიოში 2,5 ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას პორტალი FlightAware ავრცელებს.

მისი ცნობით, სამშაბათს 2531 რეისი გაუქმდა, საიდანაც 865 აშშ-ის შიდა, ან მისი მიმართულებით ფრენა იყო.

ავიარეისები გაუქმების კუთხით ჩინური ავიახაზები China Eastern და Air China ლიდერობენ. მათზე გაუქმებული ფრენების მესამედზე მეტი მოდის.

ავიახაზები იუწყებიან, რომ ბევრმა თანამშრომელმა სამსახურში მისვლა ვერ შეძლო, რადგან მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ ან ინფიცირებულების კონტაქტები იყვნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system