თავში

"ომიკრონს" როგორც ბუნებრივი, ასევე ვაქცინით მიღებული იმუნიტეტის გადალახვა შეუძლია - კვლევა

"ომიკრონს" როგორც ბუნებრივი, ასევე ვაქცინით მიღებული ი
ომიკრონს როგორც ბუნებრივი, ასევე ვაქცინით მიღებული იმუნიტეტის გადალახვა შეუძლია - კვლევა

კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი", ადრეულ ეტაპზე უფრო გადამდებია, ვიდრე "დელტა" და როგორც ბუნებრივი, ასევე ვაქცინით მიღებული იმუნიტეტის გადალახვა შეუძლია, - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.

მისი ცნობით, სამინისტროს დაკვეთით, იაპონელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეისწავლეს და დაადასტურეს, რომ ის უფრო გადამდებია. კვლევას კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი გიროში ნიშიურა ხელმძღვანელობდა, რომელიც აანალიზებდა ვირუსის გენომის მონაცემებს სამხრეთ აფრიკიდან.

"ომიკრონი უფრო ხშირად გადადის და როგორც ბუნებრივი, ასევე ვაქცინით მიღებული იმუნიტეტის გადალახვა შეუძლია", - განაცხადა ნიშირამ კვლევის შედეგების სამინისტროში წარდგენისას.

მან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაგალითი მოიყვანა, სადაც "ომიკრონის" პირველი შემთხვევიდან ერთი დღის შემდეგ ინფიცირების 20 ათასამდე ფაქტი დაფიქსირდა.

"ქვეყანაში ვაქცინაციის რეიტინგი 30%-ზე დაბალი იყო, რის გამოც ამდენი ადამიანი დაინფიცირდა. ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ სამომავლო ტენდენციებს, რათა დავინახოთ, მოხდება თუ არა იგივე აცრების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში“, - აღნიშნა მეცნიერმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირბელად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system