თავში

პარიზის მახლობლად მასწავლებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს

პარიზის მახლობლად მასწავლებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენე
პარიზის მახლობლად მასწავლებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს

შვიდ ეჭვმიტანილ, რომელთაც პარიზის მახლობლად მასწავლებლის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ქვეყნის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა.

ტერორიზმთან დაკავშირებული მკვლელობის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალი ბრაჰიმ ს.-ს, ერთი-ერთი მოსწავლის მამას წაუყენეს, რომელმაც მასწავლებელი ვიდეოში გააკრიტიკა, ასევე ისლამისტ აბდელჰაკიმ სეფრიუის, ბოროტმოქმედის ორ მეგობარს, 14 და 15 წლის ნაიმ ბ.-ს და აზიმ ე.-ს წაუყენეს. თავდამსხმელის კიდევ ერთ მეგობარს ადამიანების მიმართ ტერაქტის ჩადენის მიზნით ტერორისტულ გაერთიანებაში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენეს ბრალი.

არასრულწლოვანი მოსწავლეები, რომლებმაც პროკურორის თქმით, თავდამსხმელისგან 350 ევრო მიიღეს მასწავლებლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შინაპატიმრობაში დარჩებიან, ყველა დანარჩენი კი - პატიმრობაში.

ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალ დერმანენმა, ისტორიის მასწავლებლის მკვლელობისა და მისთვის თავის მოკვეთის გამო, ექსტრემიზმში 231 ეჭვმიტანილის ქვეყნიდან გაძევება ბრძანა.

47 წლის სამუელ პატი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა.

მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

ანზოროვის ნათესავების გარდა დააპატიმრეს რადიკალი რელიგიური მოღვაწე, საფრანგეთის იმამთა საბჭოს წევრი აბდელჰაკიმ სეფრიუი და ბრაჰიმ შნინა. სწორედ მათ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა, რომ გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის გამო ისტორიის მასწავლებლისთვის "რაღაც მოეხერხებინათ".

სამუელ პატის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდი ქალაქებში მასშტაბური აქციების გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system