თავში

Pegasus-ის ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

Pegasus-ის ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება
Pegasus-ის ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

 Pegasus-ის თვითმფრინავში, რომელიც დასაშვები ბილიკიდან გადავიდა და დაიმტვრა, საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ, ინფორმაცია საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამ ეტაპზე, არ შესულა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან report.ge-ს აცნობეს გენერალური საკონსულო ყველა შესაბამის უწყებასთან კავშირზეა.

„ ამ ეტაპისთვის, ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. გენერალური საკონსულო ყველა შესაბამის უწყებასთან კავშირზეა'',-აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც იზმირიდან მოფრინავდა, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში დაშვების შემდეგ, დასაშვები ბილიკიდან გადავიდა. თვითმფრინავის ფიუზელაჟი სამ ნაწილად დაიშალა და ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის დროს ბორტზე 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. 52 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულები არ არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system