თავში

Pfizer-ის ვაქცინა 12-18 წლის ბავშვებში ჰოსპიტალიზაციას 93%-ით ამცირებს

​Pfizer-ის ვაქცინა 12-18 წლის ბავშვებში ჰოსპიტალიზაციას 93%-ით ამცირებ
Pfizer-ის ვაქცინა 12-18 წლის ბავშვებში ჰოსპიტალიზაციას 93%-ით ამცირებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა 12-18 წლის მოზარდებში ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების კუთხით 93%-ით ეფექტურია. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

CDC-ის კვლევა ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, როდესაც კორონავირუსის "დელტა" შტამი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული.

კვლევის ფარგლებში 19 ბავშვთა საავადმყოფოდან 179 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს.

კვლევის მონაწილეთა 97% არ იყო აცრილი. აქედან, დაახლოებით 16%-ს დამხმარე აპარატები დასჭირდა.

კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ მონაცემები "COVID-19- ის მძიმე მიმდინარეობისგან ამერიკელი ახალგაზრდების დასაცავად ვაქცინაციის მნიშვნელობას ხაზს უსვამს".

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს Pfizer–მა და BioNTech–მა განაცხადეს, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართეს და 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვის გაცემა ითხოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system