თავში

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დედაქალაქ ბიშკეკში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბიშკეკში მასობრივი არეულობების ორგანიზების გამოძიების საფუძველზე დააკავეს. 

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. პროკურატურა დანაშაულში თანამონაწილეებს ეძებს. 

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში, ქვეყანაში არსებული მასობრივი არეულობების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ, საპროტესტო ტალღის ფონზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა, რასაც საპროტესტო გამოსვლები და მღელვარება მოჰყვა. 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system