თავში

რომის პაპი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო დამწუხრებულია

რომის პაპი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო დამწუხრებულია
რომის პაპი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო დამწუხრებულია

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ, აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსის მინიჭების გამო, ძალიან დამწუხრებულია. ამის შესახებ Vatican News იუწყება.

"ვფიქრობ აია-სოფიაზე და დიდად დამწუხრებული ვარ", - განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

მანამდე, თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს ტაძრის სტატუსის შეცვლის უფლება მიენიჭა.

აია სოფიას ტაძარი ბიზანტიაში VI საუკუნეში აიგო, XV საუკუნეში ოსმალთა იმპერიამ ის მეჩეთად აქცია. ობიექტს აქამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და ის 1985 წლიდან UNESCO-ს ნუსხაშია შეტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system