თავში

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

​რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს
რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ვლადიმერ პუტინმა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იგორ კრასნოვი წარადგინა.

ფედერაციის საბჭო აღნიშნულ საკადრო ცვლილებას 22 იანვარს განიხილავს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა, ფედერაციული კრების წინაშე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლის შემდეგ, მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ განცხადება 15 იანვარს გააკეთა.

ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, რამაც მინისტრთა კაბინეტის გადადგომა გამოიწვია.

რუსეთის პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე დუმას მიხეილ მიშუსტინი 15 იანვარს წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system