თავში

რუსეთში ნავალნის ფონდის იურისტი დააკავეს

რუსეთში ნავალნის ფონდის იურისტი დააკავეს
რუსეთში ნავალნის ფონდის იურისტი დააკავეს

რუსეთში დააკავეს იურისტი ივან პავლოვი, რომელიც ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ინტერესებს იცავს. ამის შესახებ დაკავებული ადვოკატის კოლეგამ განაცხადა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

"ივან პავლოვი დააკავეს, ჩხრეკა მიმდინარეობს, FSB მუშაობს. სხვა არაფერია ცნობილი", - წერს იგი.

დაკავებული ადვოკატის კოლეგამ დაამატა, რომ პავლოვი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლით, რაც გულისხმობს წინასწარი გამოძიების მონაცემთა გამოქვეყნებას.

აღინიშნა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა, სავალდებულო ან გამოსასწორებელი სამუშაოები, ან დაპატიმრება სამ თვემდე ვადით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა. რუს ოპოზიციონერს საერთო რეჟიმის კოლონიაში 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system