თავში

საფრანგეთში COVID-19-ის გამო წაულებს დახოცავენ

საფრანგეთში COVID-19-ის გამო წაულებს დახოცავენ
საფრანგეთში COVID-19-ის გამო წაულებს დახოცავენ

საფრანგეთში წაულების ფერმაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, უახლოეს პერიოდში, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების  თავიდან აცილების მიზნით, 1 000 წაულას დახოცავენ.

ცნობისთვის, ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, COVID-19-ის გამოჯანმრთელების შემდეგ შეძენილი იმუნიტეტი "წაულების" კორონავირუსისგან არ იცავს. 

მას შემდეგ, რაც დანიაში წაულებში კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა, ეს ცხოველები მთელი ქვეყნის მასშტაბით დახოცეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დანიის გარდა, წაულების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი კიდევ 5 ქვეყანაში ფიქსირდება.

აგვისტოს შემდეგ აშშ-ში კორონავირუსით 15 000-ზე მეტი წაულა დაიხოცა, რის გამოც ათობით ფერმაში კარანტინია გამოცხადებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system