თავში

საფრანგეთში "ტერორიზმის გამამართლებელი" განცხადების გამო სტუდენტი დააკავეს

საფრანგეთში "ტერორიზმის გამამართლებელი" განცხადების გამო სტუდენტი
საფრანგეთში ტერორიზმის გამამართლებელი განცხადების გამო სტუდენტი დააკავეს

საფრანგეთის სასამართლომ 19 წლის სტუდენტს, Facebook-ზე გამოქვეყნებული "ტერორიზმის გამამართლებელი" შინაარსის შემცველი პოსტის გამო, 4 თვის პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გოგონა დამნაშავედ იქნა ცნობილი "ტერორიზმის გამართლებაში". ბრალდებულმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ტერორისტების მიერ, ფრანგი მასწავლებლის მკვლელობას ამართლებდა. გარდა ამისა, ბიოლოგიის სტუდენტმა სავალდებულო ექვსთვიანი სწავლება უნდა გაიაროს, სადაც  საფრანგეთის რესპუბლიკის ძირითად ღირებულებებს შეისწავლის.

ბრალდებულმა სასამართლო მოსმენაზე განაცხადა, რომ მან პოსტი "დაუფიქრებლად" გამოაქვეყნა. 

შეგახსენებთ, 47 წლის ფრანგ მასწავლებელს სამუელ პატის,  მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალ დერმანენმა, ისტორიის მასწავლებლის მკვლელობისა და მისთვის თავის მოკვეთის გამო, ექსტრემიზმში 231 ეჭვმიტანილის ქვეყნიდან გაძევება ბრძანა.

მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

ანზოროვის ნათესავების გარდა დააპატიმრეს რადიკალი რელიგიური მოღვაწე, საფრანგეთის იმამთა საბჭოს წევრი აბდელჰაკიმ სეფრიუი და ბრაჰიმ შნინა. სწორედ მათ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა, რომ გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის გამო ისტორიის მასწავლებლისთვის "რაღაც მოეხერხებინათ".

სამუელ პატის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდი ქალაქებში მასშტაბური აქციების გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system