თავში

საგანგაშო სიმპტომები ბავშვებში ნიუ-იორკშიც დაფიქსირდა

საგანგაშო სიმპტომები ბავშვებში ნიუ-იორკშიც დაფიქსირდა
საგანგაშო სიმპტომები ბავშვებში ნიუ-იორკშიც დაფიქსირდა

ნიუ-იორკში ბავშვებში უცნაური სიმპტომები დაფიქსირდა, რომელიც შესაძლოა, ახალ კორონავირუსს უკაშირდებოდეს.

ექიმების თქმით, 15 პაციენტს ტოქსიკური შოკის სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდათ, ასევე სინდრომ კავასაკის (კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ზომის არტერიებს) მსუბუქი ფორმა, რომლის დროს სისხლის ანალიზის მაჩვენებლის შედარება არასრულწლოვნებში მწვავე კორონავირუსული ინფექციის შემთხვევებთანაა შესაძლებელი.

აქედან 4 ბავშვს COVID-19 დაუდასტურდა.

ამ სინდრომის მქონე პაციენტები, რომლებიც ინტენსიური თერაპიის პედიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს, სუნთქვის აპარატს საჭიროებენ. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ყველა პაციენტს, რომელთა ასაკიც 2-დან 15-წლამდე მერყეობს, ცხელება, გამონაყარი, მუცლის ტკივილი და ფაღარათი აღენიშნებოდა. რესპირატორული სიმპტომები მხოლოდ პაციენტების ნახევარს გამოუვლინდა. ამასთან პაციენტების ნახევარს არტერიული წნევის ნორმაში მოყვანა ესაჭიროებოდა, 5-ს - ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა კავშირი ახალ სინდრომსა და COVID-19-ს შორის.

1 მაისს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ორ ბავშვს იშვიათი ანთებითი სინდრომი დაუფიქსირდა, რომელიც, შესაძლოა, ახალი ტიპის კორონავირუსს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა, რაინხარდ ბერნერმა განაცხადა

29 აპრილს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბავშვებში იშვიათი ანთებითი სინდრომი შეინიშნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს COVID-19-თან.

მანამდე ბრიტანეთი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში იმატა შემთხვევებმა, როდესაც რეანიმაციებში ხვდებიან ბავშვები, რომლებსაც მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობა აღენიშნება, რაც მუცლის ტკივილს და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. მათი აზრით, შესაძლოა, ეს COVID-19-ს უკავშირდებოდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system