თავში

საუდის არაბეთში ცხოველების მსოფლიოს უძველესი ქანდაკებები აღმოაჩინეს

​საუდის არაბეთში ცხოველების მსოფლიოს უძველესი ქანდაკებები აღმოაჩინეს
საუდის არაბეთში ცხოველების მსოფლიოს უძველესი ქანდაკებები აღმოაჩინეს

აქლემების გიგანტური გამოსახულებები, რომლების მთლიანი კლდეებიდან არის ნაკვეთი, ჯერ კიდევ 2018 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ არქეოლოგებმა მათი შექმნის დრო ჩვენი ეპოქის დასაწყისს მიაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ WION ავრცელებს.

უახლესი კვლევის თანახმად კი, ისინი 7-8 ათასი წლის წინ გაჩნდნენ. ამრიგად, ეს ცხოველთა მეცნიერებისათვის ცნობილი უძველესი ქანდაკებება. ისინი ბევრად უფრო ძველია, ვიდრე სტოუნჰენჯი (4.5-5 ათასი წელი) და გიზას პირამიდები (4.5 ათასი წელი).

ქვის ქანდაკებების ასაკის დადგენა ძალიან რთული ამოცანაა. კლდის ნახატებისგან განსხვავებით, ისინი არ შეიცავს ორგანულ ნაშთებს, რომელთა ასაკი ადვილად განისაზღვრება.

მეფე საუდის უნივერსიტეტის, გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნულ ცენტრის მკვლევარებმა გამოიყენეს მთელი რიგი მეთოდები: ინსტრუმენტების კვალის ანალიზი, ამინდისა და ეროზიის პროცესების მოდელირება, პორტატული რენტგენის ფლუორესცენციის სპექტრომეტრია. ყველაფერ ამის საშუალებით მათ გაზომეს მინერალური ნადების სიმკვრივე და ფრაგმენტების მიხედვით დათარიღება მოახერხეს.

გარდა ამისა, არქეოლოგებმა ძეგლის მახლობლად გათხრები ჩაატარეს და აღმოაჩინეს ქვის იარაღები და ცხოველების ძვლები, რომელთა დათარიღება რადიოკარბონის მეთოდის გამოყენებით შეძლეს.

მათი მუშაობის შედეგები ამერიკულ აკადემიურ ჟურნალში Journal of Archaeological Science გამოქვეყნდა.

ჯამში, კომპლექსი, რომელიც ცნობილია როგორც აქლემების ბანაკი, სხვადასხვა ცხოველის ნატურალისტურ გამოსახულებას მოიცავს. აქედან სამი გიგანტური აქლემის ქანდაკებაა, რომლებიც მთის წვერებშია ნაკვეთი.

კომპლექსის ზუსტი დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის მომთაბარე ტომების შეხვედრის ადგილი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system