თავში

სომხეთში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

სომხეთში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს
სომხეთში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

სომხეთის პოლიციამ ოპოზიციური პარტია "ადეკვატის" ხელმძღვანელი არტურ დანიელიანი დააკავა.

თვითმხილველებმა სოციალურ მედიაში დანიელიანის დაკავების კადრები გაავრცელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ პარტია "ადეკვატის" რამდენიმე წევრი დააკავა.

ცნობისთვის, 14 ნოემბერს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა აღკვეთეს. 

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი და ოპოზიციური პარტია "სამშობლოს" ლიდერი, არტურ ვანეციანი დააკავეს. 

ერევანში უკვე რამდენიმე დღეა აქციები მიმდინარეობს. მომიტინგეები ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამო, ქვეყნის პრემიერის გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system