თავში

"თალიბანმა" მამაკაცებს წვერის გაპარსვა აუკრძალა

"თალიბანმა" მამაკაცებს წვერის გაპარსვა აუკრძალა
თალიბანმა მამაკაცებს წვერის გაპარსვა აუკრძალა

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, მამაკაცებს წვერის გაპარსვა და ბარბერ-შოპებში ვიზიტები აუკრძალა. თალიბების თქმით, ეს ისლამის ნორმებს ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Ettelaat ავრცელებს.

ამასთან, რამდენიმე პროვინციაში მუსიკის შესრულება აიკრძალა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system