თავში

ტრამპის განცხადებით, აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხს შეისწავლის

ტრამპის განცხადებით, აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხს შეისწავლის
ტრამპის განცხადებით, აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხს შეისწავლის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ტრამპის განცხადებით, იმის მტკიცებულება, რომ ნავალნის მოწამვლაში რუსეთის ბრალეულობა იკვეთება, თეთრ სახლს ამ დროისათვის არ გააჩნია, თუმცა აღნიშნულ საქმეს აუცილებლად შეისწავლის. ამის შესახებ CNN წერს.

"ეს საკითხი სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. თუ ეს დადასტურდა, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. დანამდვილებით არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ეს დიდი ტრაგედიაა. ჯერ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, მაგრამ ამ საკითხს შევისწავლით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ცნობისთვის, ომსკიდან მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system