თავში

ცხოველებიდან ადამიანებზე თუ პირიქით - როგორ გავრცელდა "ომიკრონი"

​ცხოველებიდან ადამიანებზე თუ პირიქით - როგორ გავრცელდა "ომიკრონი"
ცხოველებიდან ადამიანებზე თუ პირიქით - როგორ გავრცელდა ომიკრონი

კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი", შესაძლოა, როგორც ცხოველებიდან ადამიანებზე, ასევე საპირისპირო თანმიმდევრობით გადაცემულიყო. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორის, სიქჰულილე მოიოს თქმით, "ომიკრონი", შესაძლოა, ჩამოყალიბებულიყო ცხოველის შიგნით, რომელიც პატრონისგან დაინფიცირდა, და შემდეგ მასვე მუტაციური ვერსია გადასცა.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ, როგორ ჩამოყალიბდა ამდენი მუტაცია ასეთ მოკლე დროში. თუ გადავხედავთ წინა შტამებს, ალფას, ბეტას, ნახავთ, რომ მუტაციები დროთა განმავლობაში გროვდებოდა", - განაცხადა ვირუსოლოგმა.

მეცნიერის ერთ-ერთი ჰიპოთეზა არის ის, რომ კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანში განვითარდა, რომელშიც ვირუსი გაცილებით მეტხანს შენარჩუნდა, ვიდრე ჩვეულებრივ სხვა ადამიანებშია აღნიშნული.

კიდევ ერთი შესაძლო ვერსია არის ის, რომ კორონავირუსი ადამიანიდან შინაურ ცხოველს, შესაძლოა, მღრღნელს გადაეცა და ახალ მფლობელთან სწრაფი ადაპტაცია მოხდა.

ამის შემდეგ კი ადამიანს COVID-19-ის ძალიან მუტირებული შტამი დაუბრუნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system