თავში

ცნობილია, როდის დაიწყებს აშშ ბავშვების ვაქცინაციას

ცნობილია, როდის დაიწყებს აშშ ბავშვების ვაქცინაციას
ცნობილია, როდის დაიწყებს აშშ ბავშვების ვაქცინაციას

5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ ნახევარში დაიწყება. ამის შესახებ ABC News-თან ინტერვიუში თეთრი სახლის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

”თუ ყველაფერი კარგად წავა და მარეგულირებლის ნებართვასა და დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის რეკომენდაციებს მივიღებთ, შესაძლებელია და ძალიან სავარაუდოა, რომ ვაქცინები 5-11 წლის ბავშვებისთვის ნოემბრის პირველ ან მეორე კვირაში იყოს ხელმისაწვდომი”, - განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-მ 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია, აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. 

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს.

7 ოქტომბერს Pfizer–მა და BioNTech–მა განაცხადეს, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართეს და 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვის გაცემა ითხოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system