თავში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა - განახლებულია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვ
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა - განახლებულია

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 994-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოში (AFAD) განაცხადეს.

ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოში მიწისძვრის შედეგად დაშავებული 155 ადამიანი რჩება. 

სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამჟამად მაშველები 5 შენობის ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. 

-15:19-

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 994-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოში (AFAD) განაცხადეს.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 774 დაშავებულმა ადამიანმა საავადმყოფო დატოვა. 

-12:12-

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 962-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოში (AFAD) განაცხადეს.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 962 ადამიანი დაშავდა. 219 საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

ამჟამად ნანგრევებიდან 106 ადამიანი ამოიყვანეს.

ამ დროისათვის, მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ამოიყვანეს.

-09:26-

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 962-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოში (AFAD) განაცხადეს. 

743 დაშავებული საავადმყოფოდან გაწერეს, 219 კი მკურნალობას აგრძელებს.

ამჟამად ნანგრევებიდან 105 ადამიანი ამოიყვანეს.

ამ დროისათვის, მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.

მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე 410 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან, 33 ბიძგის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აჭარბებდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 19 დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system