თავში

სისხლიანი გარჩევა ვაკეში - პირი, რომელიც ამ დრომდე დაზარალებულად ითვლებოდა, საავადმყოფოში დააკავეს 

სისხლიანი გარჩევა ვაკეში - პირი, რომელიც ამ დრომდე დაზარალებულად ითვლებოდა, საავადმყოფოში დააკავეს 
სისხლიანი გარჩევა ვაკეში - პირი, რომელიც ამ დრომდე დაზარალებულად ითვლებოდა, საავადმყოფოში დააკავეს 

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიანი გარჩევის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით დაკავებულია 1972 წელს დაბადებული ლევან ძნელაძე. ის საავადმყოფოში აიყვანეს. ძნელაძე ამ დრომდე დაზარალებულად ითვლებოდა. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები  მიაყენეს.

თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ. მიერ ლ.ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გ.ც.-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი.

შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system