თავში

დოდო გუგეშაშვილი: თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სპეცრაზმელმა გვესროლა

დოდო გუგეშაშვილი: თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სპეცრაზმელმა გვესროლა
დოდო გუგეშაშვილი: თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სპეცრაზმელმა გვესროლა

დოდო გუგეშაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირი არა დამკვეთი, არამედ შემსრულებელია. მისი თქმით, დამნაშავის ქცევიდან გამომდინარე, ყოველთვის იცოდა, რომ მას და მის შვილს სპეცრაზმელმა ესროლა, თუმცა ვერ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია. 

როგორც გუგეშაშვილმა report.ge-სთან საუბარში განმარტა, აღნიშნული სახელი და გვარი მას არაფერს ეუბნება, თუმცა სრულად ენდობა გამოძიებას. გუგეშაშვილის თქმით, გამოძიება მჭიდროდ თანამშრომლობდა მასთან და ის სრულიად კმაყოფილია შედეგით.  

"მე სრულად ვენდობოდი და ვენდობი გამოძიებას და ვენდობი იმ შედეგსაც, რომელიც დადეს. მისი სახელი და გვარი არაფერს მეუბნება, თუმცა, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ის იყო სპეცრაზმელი. ამას ვამბობდი იქედან გამომდინარე, თუ როგორ იქცეოდა ის, მისი სიარულის მანერიდან დაწყებული, ყველა დეტალით დასრულებული. როგორც გამოძიებამ თქვა, ეს არის ის პირი, ვინც უშუალოდ ჩვენ გვესროლა. მთელი ამ დროის მანძილზე გამოძიებას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ჩემთან" - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა 

გუგგეშაშვილის თქმით, ის თავის ადვოკატთან, გელა ნიკლაიშვილთან ერთად გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და დეტალების გაცნობას. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი. მას გამოძიება გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობასა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. გამოძიების დადგენილებით, ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system