თავში

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტი გამოვლინდა - PHOTO

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტი გამოვლინდა
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტი გამოვლინდა - PHOTO

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავა.

როგორც report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითაც, ერთ - ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ - ს აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7-წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system